ახალი ამბები

შოვში დაღუპულთა შორის არიან მეგი და გიგი გუტაშვილები

7 აგვისტო, 2023 • 3304
შოვში დაღუპულთა შორის არიან მეგი და გიგი გუტაშვილები

შოვში გარდაცვლილი იპოვეს და-ძმა – მეგი გუტაშვილი და გიგი გუტაშვილი. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

ჯერ კიდევ 3 აგვისტოს, მეგისა და გიგის და, მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ეძებდა. უკვე შემდგომ მარიტა ინტერვიუებში ამბობდა, რომ  შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად რომ ხდებოდეს მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა  და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები.

მარიტას ოჯახის სხვა წევრებს ჯერ კიდევ ეძებენ.


რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეხუთე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი