გუშინ, გვიან ღამით, 45 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. იგი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მტკვარში გადახტა. მეთევზეებმა, რომლებიც ხიდის მიმდებარედ თევზაობდნენ, საპატრულო პოლიციას გამოუძახეს. ადგილზე მისულმა ქალაქ თბილისის სამაშველო სამსახურმა თვითმკვლელის მდინარიდან ამოყვანა მალევე შეძლო. 45 წლის მამაკაცი ნასვამი აღმოჩნდა. ნოდარ ჭუმბაძე, თბილისის სამაშველო სამსახურის უფროსი: ”ადგილზე მოსვლის დროს აღმოჩნდა 45 წლის მამაკაცი… ამოვიყვანეთ მდინარე მტკვრიდან. იყო ნასვამ მდგომარებაში და თვითმკვლელობა სურდა. გადაყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ.” მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
თვითმკვლელობის მცდელობა გალაკტიონის ხიდიდან
ასევე:
-
დამეწყრილი სოფელი კურსები | 29 მარტი
-
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს – მედია
-
“მინდა ვიცოცხლო!” – ონკოპაციენტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს
-
როცა შენი მეზობელი სადღეღამისო ჰოსპიტალია
-
10.11.2026
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
-
10.11.2026
საკონსტიტუციომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
-
10.11.2026
„ოცნების“ სამი მანიპულაცია EU-ის გაფართოების ანგარიშზე
-
10.11.2026
შრომითი ურთიერთობის შეჩერება სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით მოხდა – სტუ ჩუბინიძეზე
-
10.11.2026
სესი ირწმუნება, რომ 11-ათასლარიანი სუფრა სამუშაო საათებში არ გაშლილა
-
10.11.2026
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
