გუშინ, გვიან ღამით, 45 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. იგი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მტკვარში გადახტა. მეთევზეებმა, რომლებიც ხიდის მიმდებარედ თევზაობდნენ, საპატრულო პოლიციას გამოუძახეს. ადგილზე მისულმა ქალაქ თბილისის სამაშველო სამსახურმა თვითმკვლელის მდინარიდან ამოყვანა მალევე შეძლო. 45 წლის მამაკაცი ნასვამი აღმოჩნდა. ნოდარ ჭუმბაძე, თბილისის სამაშველო სამსახურის უფროსი: ”ადგილზე მოსვლის დროს აღმოჩნდა 45 წლის მამაკაცი… ამოვიყვანეთ მდინარე მტკვრიდან. იყო ნასვამ მდგომარებაში და თვითმკვლელობა სურდა. გადაყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ.” მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
თვითმკვლელობის მცდელობა გალაკტიონის ხიდიდან
ასევე:
-
დამეწყრილი სოფელი კურსები | 29 მარტი -
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს – მედია -
“მინდა ვიცოცხლო!” – ონკოპაციენტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს -
როცა შენი მეზობელი სადღეღამისო ჰოსპიტალია
-
07.11.2026 შეიარაღებულმა პირმა კრაკოვის მთავარ მოედანზე ოთხი ქალი და ორი კაცი მოკლა -
07.11.2026 საქართველოს ისტორიაზე და დამოუკიდებლობაზე გაკეთებული განცხადებების გამო თბილისში რუსი მეცნიერის გამოსვლა გაუქმდა -
07.11.2026 “გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები” – ლექსო თამაზაშვილი -
07.11.2026 აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს -
06.11.2026 რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე -
06.11.2026 საპატრიარქო: კაზინოებისთვის დაწესბულ შეღავათებზე კითხვის დასმაც ვერ მოვასწარით
