ახალი ამბები

დილით სქიტიის ზონიდან კიდევ 60-მდე ადამიანი გამოვიყვანეთ – შსს

4 აგვისტო, 2023 • 2286
დილით სქიტიის ზონიდან კიდევ 60-მდე ადამიანი გამოვიყვანეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში დილიდან განახლდა ვერტმფრენით  მოქალაქეების ევაკუაცია და ამ ეტაპზე სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია დაახლოებით 60 ადამიანი.

შსს-ს ცნობითვე, ვერტმფრენი განაგრძობს ევაკუაციას.


გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა თან მოიყოლა საცხოვრებელი კოტეჯებიც.

ღამით  შეჩერებული იყო ვერტმფრენით მათი ევაკუაცია. ოფიციალური უწყებები ამბობდნენ, რომ 152 ადამიანი, ვინც სტიქიის ზონაში უსაფრთხო ადგილას იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველაფრით, რაც შეიძლება ღამის განმავლობაში დასჭირდეთ.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი