ახალი ამბები

„ხიდია ჩახერგილი და წინ ვეღარ მივდივართ“ – გუბერნატორის მოადგილე შოვზე

3 აგვისტო, 2023 • 4447
„ხიდია ჩახერგილი და წინ ვეღარ მივდივართ“ – გუბერნატორის მოადგილე შოვზე

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქრისტინე კობახიძე აცხადებს, რომ შოვში მეწყერის ჩამოწოლის ადგილამდე ვერ მიდიან, რადგან სტიქიის გამო ხიდია წაღებული.

ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა. მისი თქმით, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.

„ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიდი ნალექი  მოდის რიონზე და  დეტალები არ ვიცით, რადგან ხიდია ჩახერგილი და წინ ვეღარ მივდივართ. ამ ეტაპზე მხოლოდ ნალექს ვხედავთ“, – განუცხადა ნეტგაზეთს ქრისტინე კობახიძემ.

რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ადგილზე მყოფები სამაშველო სამსახურს ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შოვში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი