საზოგადოება

შოვში მეწყერი ჩამოწვა

3 აგვისტო, 2023 • 3771
შოვში მეწყერი ჩამოწვა

რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი ჩამოწვა.

როგორც ნეტგაზეთს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სამაშველო ძალები სტიქიის ადგილისკენ მიემართებიან. უწყებას დაშავაბულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

დაშავებულებზე ინფორმაცია არ აქვთ არც ონის მერიაში.

„საქართველოს ამბების“ ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი,  მათ შორის ბავშვები.

„მეწყერი ჩამოწვა და სამაშველოს ველოდებით, წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვია და მოხუცი, შემოსაზღვრულები ვართ, საერთოდ არანაიარი გასასვლელი არ არის, ორმეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ არის და სხვაგან რა ხდება, არ ვიცი“, – განუცხადა „მთავარ არხს“ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთმა მოქალაქემ სტიქიის ადგილიდან.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი