საზოგადოება

შსს: შოვზე ზუსტი ცნობა არ გვაქვს, მაშველები 2 ვერტმფრენით მიემართებიან

3 აგვისტო, 2023 • 4298
შსს: შოვზე ზუსტი ცნობა არ გვაქვს, მაშველები 2 ვერტმფრენით მიემართებიან

რაჭაში, შოვში, მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შესულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი