ახალი ამბები

პროკურატურა  ნავალნისთვის  20 -წლიან პატიმრობას ითხოვს

20 ივლისი, 2023 • 1100
პროკურატურა  ნავალნისთვის  20 -წლიან პატიმრობას ითხოვს

ბრალდების მხარე რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის 20 – წლიანი პატიმრობის მისჯას ითხოვს ე.წ. “ექსტრემიზმის” საქმეზე. 

ინფორმაციას ნავალნის ოფიციალური არხი ავრცელებს ტვიტერზე. 

მორიგი  სასამართლი პროცესი ნავალნის საქმეზე დღეს გაიმართა, რომელზეც მედიის ცნობით,  პროკურორმა მისთვის 20 – წლიანი პატიმრობა  მოითხოვა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში. 

განაჩენის გამოცხადება 4 აგვისტოს, მოსკოვის დროით  16:00 საათზეა დაგეგმილი. 


2020 წლის 20 აგვისტოს პუტინის კრიტიკოსი ნავალნი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს ომსკის პირველ საავადმყოფოში. მას ფრენისას გული წაუვიდა. საავადმყოფოში მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. 22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. 

 Bellingcat-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად ნავალნი, „ნოვიჩოკის“ ტიპის მომწამვლელი ნივთიერებით „ეფესბემ“ მოწამლა.  თავად ნავალნიმ მოწამვლაში პუტინი დაადანაშაულა. 

ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთს ოფიციალური გამოძიება არ დაუწყია. 

გერმანიაში მკურნალობის შემდეგ ნავალნი მოსკოვში დაბრუნდა იმის მიუხედავად, რომ არსებობდა მისი დაპატიმრების საფრთხე. ის აერპორტშივე დააკავეს. რუსეთის სასამართლომ მაშინ, ჯამში,  3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ასევე გაეცანით : ალექსეი ნავალნი ქართველებს ბოდიშს უხდის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი