ახალი ამბები

ბენ უოლესმა თანამდებობიდან წასვლის გეგმებზე განაცხადა

16 ივლისი, 2023 •
ბენ უოლესმა თანამდებობიდან წასვლის გეგმებზე განაცხადა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ მინისტრთა კაბინეტში მორიგი ცვლილებებისას თანამდებობიდან წავა.

უოლესმა Sunday Times-ს განუცხადა, რომ მომავალ საყოველთაო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს, მაგრამ გამორიცხა „ნაადრევად“ გადადგომა, რათა შუალედური არჩევნები არ გამოიწვიოს.

უოლესი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე სამი პრემიერ-მინისტრის დროს იკავებდა და როგორც BBC წერს, დიდი როლი ითამაშა უკრაინის ომზე დიდი ბრიტანეთის პასუხში.

წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ისინი მომავალ ცვლილებას სექტემბერში ელიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი