ახალი ამბები

“სიგარეტის ნამწვით აშკარად არ იყო გამოწვეული” – ბრიტანელი მინისტრი ყირიმში აფეთქებაზე

11 აგვისტო, 2022 •
“სიგარეტის ნამწვით აშკარად არ იყო გამოწვეული” – ბრიტანელი მინისტრი ყირიმში აფეთქებაზე

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ლონდონს ჯერ არ დაუდგენია ყირიმში მდებარე „საკის“ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების მიზეზები.

თუმცა, მისი თქმით, ყირიმის აეროდრომზე მომხდარი აფეთქება  „სიგარეტის ნამწვით აშკარად არ იყო გამოწვეული“.

ამასთან,  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა “ნაკლებად სავარაუდო” უწოდა იმ ვერსიას, რომ აფეთქებები შეიძლება დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღიდან სარაკეტო დარტყმის შედეგი ყოფილიყო.

თუმცა, ბენ უოლესის თქმით, როგორც არ უნდა იყოს, ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ავიაბაზა უკრაინელი სამხედროების ლეგიტიმური სამიზნეა. რადგან მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიჭრა როგორც 2014 წელს, ისე  ახლა და  უკრაინას, გაეროს მუხლების თანახმად  სრული უფლება აქვს დაიცვას თავისი ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი