ახალი ამბები

ეს აღიარებაა, რომ უკრაინის დაპყრობის გეგმა ჩავარდა – ბენ უოლესი რუსეთში მობილიზაციაზე

21 სექტემბერი, 2022 • 1033
ეს აღიარებაა, რომ უკრაინის დაპყრობის გეგმა ჩავარდა – ბენ უოლესი რუსეთში მობილიზაციაზე

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება მოსკოვის წარუმატებლობის აღიარებაა.

„პრეზიდენტი პუტინის მიერ საკუთარი პირობის შეუსრულებლობა, – პირობისა, არ გამოაცხადოს საკუთარ და ასევე უკრაინის არალეგალურად ანექსირებულ ნაწილებში მოსახლეობის მობილიზაცია, – აღიარებაა იმისა, რომ დაპყრობის გეგმა ჩავარდა“, – განაცხადა ბენ უოლესმა 21 სექტემბერს,

„მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათიათასობით ცუდად შეიარაღებული მოქალაქე სასიკვდილოდ გაგზავნეს“, – აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, „ვერანაირი მუქარა და პროპაგანდა ვერ დამალავს ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს“.


რუსეთმა, უკრაინაზე თავდასხმიდან თითქმის შვიდი თვის თავზე და ხარკოვის ოლქში უკან დახევის შემდეგ, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

გირჩევთ წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი