ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად £2,3 მილიარდს გამოყოფს

29 დეკემბერი, 2022 • 1415
დიდი ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად £2,3 მილიარდს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2,3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.

ბენ უოლესის თქმით, აღნიშნული დახმარებით დარწმუნდებიან, რომ უკრაინელებს აქვთ შეიარაღების ის სისტემები, რომლებიც სჭირდებათ.

„ჩვენ მივაწვდით მათ იარაღის სისტემებს, რომლებიც შეესაბამება მათ საბჭოთა მოდელებს. ჩვენ ახლახან ვაჩუქეთ ათასობით საზენიტო რაკეტა, რათა მათ შეძლონ დრონების ჩამოგდება“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

ამასთან, ბენ უოლესის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინელებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ, რათა  საჰაერო თავდაცვის უკეთ კოორდინაცია შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი