ახალი ამბები

მივესალმები გადაწყვეტილებებს უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად – ზურაბიშვილი ნატოს სამიტზე

12 ივლისი, 2023 • 906
მივესალმები გადაწყვეტილებებს უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად – ზურაბიშვილი ნატოს სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტს და აცხადებს, რომ “რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს”.

“ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა. გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას. ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს”, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

„უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობისთვის სამოქმედო გეგმის(MAP) საჭიროებას“, – ამის შესახებ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

საქართველოსთან დაკავშირებით კი ნატო-ში გასაწევრიანებლად  წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება კვლავ ძალაში რჩება.

ამავე თემაზე:

კორნელი კაკაჩია: საქართველო თითქოს არც მონაწილეობდა ნატოს სამიტში

მასალების გადაბეჭდვის წესი