სამსახურიდან გაათავისუფლეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები – დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას ისინი თავიანთ ფეისბუკ გვერდებზე აქვეყნებენ.
ლევან აბდუშელიშვილის თქმით, უცნობია კომისიაში შემავალი წევრების ვინაობა, რომლებმაც მიიღეს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება და მას არავინ გასაუბრებია.
უკვე რამდენიმე კვირაა, კინემატოგრაფისტები ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი კინოში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ.
მათ არაერთი აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნებია:
- შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
- შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.
ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ: