ახალი ამბებიკომენტარი

შეძრწუნებული ვარ – დიდი ბრიტანეთის ელჩი პრაიდის ფესტივალის ჩაშლაზე

8 ივლისი, 2023 • 2019
შეძრწუნებული ვარ – დიდი ბრიტანეთის ელჩი პრაიდის ფესტივალის ჩაშლაზე

“შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა”, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი. შესაბამისი პოსტი მან ტვიტერზე გამოაქვეყნა, რომელიც ხელისუფლების მიმართ მოწოდებებსაც შეიცავს.

“ მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას”, – განაცხადა ელჩმა.

8 ივლისსს თბილისთან ახლოს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. ფესტივალის ტერიტორიას თავს დაესხნენ პრორუსული “ალტ-ინფოს” ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე ვატო შაქარაშვილი დ აკონსერვატიული მოძრაობა.

ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ვერ უზრუნველყეს ფესტივალის უსაფრთხოება და მონაწილეები და ორგანიზატორები მიკროვატობუსით გაიყვანეს ტერიტორიიდან.

მოძალადე ჯგუფებმა ფესტივალის ჩაშლის შემდეგ დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, რაშიც მათ პოლიციამ ხელი არ შეუშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი