ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა დღეს საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს

7 ივლისი, 2023 • 1474
რუსმა სამხედროებმა დღეს საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, 7 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს ექვსი მოქალაქე.

როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტში განაცხადა, აღნიშნულ ფაქტზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც უწყებამ დღეს პარლმენტში წარმოადგინა, მხოლოდ 2022 წელს  რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების 57 შემთხვევა მოხდა – ცხინვალის მიმართულებით -44 ფაქტი, აფხაზეთის მიმართულებით – 13.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძნობდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

სუსის ცნობით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთის მიერ უკანონო ბორდერიზაციის 78 შემთხვევა მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი