ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსის ცნობით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთის მიერ უკანონო ბორდერიზაციის 78 შემთხვევა მოხდა

6 ივლისი, 2023 • 859
სუსის ცნობით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთის მიერ უკანონო ბორდერიზაციის 78 შემთხვევა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძნობდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

უწყების ინფორმაციით, 2022 წელს ცხინვალის მიმართულებით 69 უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით – 9.

როგორც სუს-ის დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულ უკანონო აქტივობებს შორისაა როგორც ახალი მავთუხლართების გავლება, ასევე, ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლება, ასევე, ხაძარსაწინააღმდეგო ხნულების და თხრილების მოწყობა, საზღვრის აღმნიშვნელი  ბანერებისა და საგუშაგოების უკანონო აღმართვა, ასევე, ვიდეოკამერების დაყენების ფაქტები.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს  რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებსაც – ცხინვალის მიმართულებით, საანგარიშო 2022 წელს, უკანონო დაკავების 44 ფაქტი დაფიქსირდა, აფხაზეთის მიმართულებით – 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი