ახალი ამბები

5 000 ლარი გაწვევის ერთჯერადად გადავადებისთვის — მორიგი ცვლილება თავდაცვის კოდექსში

4 ივლისი, 2023 • 1274
5 000 ლარი გაწვევის ერთჯერადად გადავადებისთვის — მორიგი ცვლილება თავდაცვის კოდექსში

თავდაცვის კოდექსში, რომლის განხილვაც პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს, მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში ჯარში გაწვევის გადავადების შესაძლებლობა კვლავ ბრუნდება.

მიუხედავად საკომიტეტო განხილვაზე იმ პუნქტის ამოღებისა, რომელიც ერთჯერადად 10 000 ლარის სანაცვლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადებას გულისხმობდა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაირკვა, რომ კანონპროექტში ამგვარი შინაარსის პუნქტი კვლავ დაბრუნდა. ამჯერად, გაწვევის გადავადების საფუძვლად კანონპროექტში 5 000 ლარის ოდენობის მოსაკრებელია მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულის შესაძლებლობა წვევამდელს მხოლოდ ერთხელ ექნება.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 ლარს და პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ 25 წლის ასაკამდე.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატია: ვის (არ) გაიწვევენ ჯარში თავდაცვის ახალი კოდექსის საფუძველზე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი