ახალი ამბები

აირზენას საქნცირების გამო საგარეოში უკრაინის საელჩოს განმარტებები მოსთხოვეს

3 ივლისი, 2023 • 979
აირზენას საქნცირების გამო საგარეოში უკრაინის საელჩოს განმარტებები მოსთხოვეს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვესის“ სანქცირების გამო, დღეს, 3 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს უკრაინის საელჩოს წარმომადგენლობასთან.

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში განუმარტეს, შეხვედრის მიზანი „ჯორჯიან ეარვესის“ სანქცირება გახდა.

„შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც“, – ნათქვამია უწყების კომენტარში.


1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს, სანქციები დაუწესა.

სანქცირებულთა სიაშია ავიაკომპანიის დირექტორი თამაზ გაიაშვილიც.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის.

რაც შეეხება თავად გაიაშვილის, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება აბსურდული და უსამართლობაა.

ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი