ახალი ამბები

“ჯორჯიან ეარვეიზი” 16-17 ივნისს ისრაელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

15 ივნისი, 2025 •
“ჯორჯიან ეარვეიზი” 16-17 ივნისს ისრაელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

კომპანია “ჯორჯიან ეარვეიზის” განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, 16-17 ივნისს ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გაუქმდა.

მათივე თქმით, მგზავრებს, ვისაც ამ რეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, ავიაკომპანია მათ გადაცვლას სთავაზობს.

“მგზავრთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 16 და 17 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.

მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.

ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს”, – წერია განცხადებაში.

13 ივნისს ისრაელმა სპეცოპერაცია „Rising Lion“ დაიწყო და ირანულ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს მასშტაბურად დაესხა თავს. დაიღუპა რამდენიმე გენერალი და ბირთვული მეცნიერი.

ირანმა საპასუხოდ დრონებით შეუტია ისრაელის ქალაქებს, მათ შორის თელ-ავივისა და ჰაიფას, რის შედეგადაც 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა და 100-ზე მეტი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი