ქართული ავიაკომპანია, „ჯორჯიან ეარვეიზი“ რუსეთ-საქართველოს შორის კიდევ ერთი მიმართულებით ამატებს ფრენას. სექტემბრიდან პირდაპირი რეისები თბილისსა და ნოვოსიბირსკის შორისაც იქნება.
ეს ინფორმაცია ნოვოსიბირსკის აეროპორტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
არსებული ცნობით, მარშრუტი, სულ მცირე, 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
ბილეთის ფასები ჯერ უცნობია – კომპანიის ვებ-გვერდზე ისინი გაყიდვაში, ამ ეტაპზე, არ არის.
„ჯორჯიან ეარვეიზი“, მოსკოვის მიერ პირდაპირ რეისებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც დაფრინავს.