ახალი ამბები

„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისზე გერმანიის მიმართულებით ერთი გზა €295-დან ეღირება

1 აპრილი, 2024 • 755
„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისზე გერმანიის მიმართულებით ერთი გზა €295-დან ეღირება

ივნისში „ჯორჯიან ეარვეისი“ სპეციალურ პირდაპირ რეისებს შეასრულებს ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის  გულშემატკივრების წასაყვანად. როგორც ავიაკომპანია აცხადებს, ფრენების განრიგი ზუსტად მოარგეს იმ დროებს, როცა საქართველოს ნაკრები ითამაშებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბილეთების ღირებულება ერთი მიმართულებით 295 ევროდან დაიწყება. რეისები კი შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისი-დორტმუნდი – 17 ივნისი (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
  • თბილისი ჰამბურგი – 21 ივნისი (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
  • თბილისი დუსელდორფი – 25 ივნისი (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს);

როგორც ავიაკომპანია აცხადებს, ბილეთების გაყიდვა პირველი აპრილის 13:00 საათიდან არის შესაძლეებლი ავიაკომპანიის ვებსაიტზე, პარტნიორ სააგენტოებსა და ავიაკომპანიის ოფისებში.

ჯერჯერობით [13:34], ავიაკომპანიის ვებსაიტზე ბილეთების ყიდვა არ არის შესაძლებელი.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისის დორტმუნდში თურქეთთან გამართავს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ჰამბურგში დაუპირსპირდება, საქართველო-პორტუგალიის მატჩი კი 26 ივნისს გელზენკირხენში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი