ახალი ამბები

კრემლის განცხადების მიუხედავად, პრიგოჟინის წინააღმდეგ გამოძიება არ შეწყვეტილა — რუსული მედია

26 ივნისი, 2023 •
კრემლის განცხადების მიუხედავად, პრიგოჟინის წინააღმდეგ გამოძიება არ შეწყვეტილა — რუსული მედია

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, „ვაგნერის“ მეთაურ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა და შეიარაღებული ამბოხის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS წერს, რომ იგივე ინფორმაცია დაუდასტურა გენერალურ პროკურატურასთან დაახლოებულმა წყარომ.

„პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. გამოძიება გრძელდება“, — განაცხადა წყარომ.

23 ივნისს საღამოს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის რეგულარულმა არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა „ვაგნერის“ ბანაკებზე, ამიტომ, „სამართლიანობის აღსადგენად“ 25 000 მებრძოლით გაემართა რუსეთის დედაქალაქისკენ. გზად „ვაგნერმა” აიღო როსტოვი და ვორონეჟის ნაწილი.

„ვაგნერის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს IL-22M თვითმფრინავი და რუსეთის არმიის ექვსი ვერტმფრენი, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, ლუკაშენკოს პრესსამსახურმა და პრიგოჟინმა ამბოხის შეჩერების შესახებ განაცხადეს.

განცხადება იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის წინააღმდეგ შეწყდება და ის ბელარუსში გაემგზავრება, რის გარანტიასაც მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აძლევს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ამბოხი“ დასრულდა – რა ბედი ეწვევა პრიგოჟინს?

სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში?! – რა ვიცით [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი