ახალი ამბები

ლარნაკა-თბილისის მიმართულებით 2 ივლისიდან პირდაპირი რეისები დაინიშნება

22 ივნისი, 2023 •
ლარნაკა-თბილისის მიმართულებით 2 ივლისიდან პირდაპირი რეისები დაინიშნება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მიმართულებით ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways იფრენს.

უწყება ამბობს, რომ Cyprus Airways ლარნაკა – თბილისი – ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 2 ივლისიდან შეასრულებს.

„ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა“, – წერს სააგენტო.

გარეკანი ფოტო: Cyprus Airways

მასალების გადაბეჭდვის წესი