ახალი ამბები

ღამის კლუბში ჯგუფური თაღლითობის საქმეზე 8 პირი დააკავეს

21 ივნისი, 2023 • 1532
ღამის კლუბში ჯგუფური თაღლითობის საქმეზე 8 პირი დააკავეს

პოლიციამ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების საქმეზე 8 პირი დააკავა.

გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან – ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიჰყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ.

გამოძიება ჯგუფური თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი