ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო 70 000 ლარის ნაცვლად სრულად დააფინანსებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 000- ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავაფინანსოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 000 ლარის მობილიზება“, — განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, 120 000 ლარის ფარგლებში დააფინანსებს როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.