ახალი ამბები

წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

17 ივნისი, 2023 •
წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ძაღლი.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

15 ივნისს, Facabook-ზე ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა ვიდეოს ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ გვიან ღამით გარეთ მყოფ ძაღლს, სავარაუდოდ, ჯერ მანქანიდან ესვრიან. მას შემდეგ კი, რაც ძირს დაცემული ძაღლი წამოდგომასა და გაქცევას ცდილობს, მანქანიდან პიროვნება გადმოდის, ძაღლს უახლოვდება და სავარაუდოდ, ისევ ესვრის.

წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი