ახალი ამბები

წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

15 ივნისი, 2023 • 2421
წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

წალკაში ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

დღეს, 15 ივნისს, Facabook-ზე ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა ვიდეოს ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ გვიან ღამით გარეთ მყოფ ძაღლს, სავარაუდოდ, ჯერ მანქანიდან ესვრიან. მას შემდეგ კი, რაც ძირს დაცემული ძაღლი წამოდგომასა და გაქცევას ცდილობს, მანქანიდან პიროვნება გადმოდის, ძაღლს უახლოვდება და სავარაუდოდ, ისევ ესვრის.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი