ახალი ამბები

გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ ნაციონალებს – კობახიძე

14 ივნისი, 2023 • 942
გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ ნაციონალებს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს უწევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დედა აგინონ.

მისი თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს რუბლებს აყრიან, მათაც უწევთ, რომ შეაგინონ, რადგან ამ დროს სხვას ვერაფერს გააკეთებენ.

„ნაცმოძრაობა თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა ნაციონალები. ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთოთ? მერე გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ ნაციონალებს, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი. რა ვქნათ? როგორ უნდა გააკეთო ასეთ პირობებში დეოლიგარქიზაცია? როდესაც მოდიან ნაციონალები რუსული რუბლებით, მერე ესვრიან ამათ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე მეორე ნაციონალი ამას ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ ნაციონალებს, ისინი ირგებენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაცია. აქ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


დღეს, 14 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი, წარწერით: „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას, დაოჯახებულებისგან“ და „ქართული ოცნების“ წევრებს თავზე რუსული რუბლები გადმოაყარა.

„ქართული ოცნების“ წევრებისთვის თავზე რუსული რუბლების დაყრას პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის დაძაბულობა მოჰყვა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ თუ მოღალატეს დაუძახებენ, დედას შეიგინება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი