პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან უცხოეთში კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაბინძურებული ჰაერის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი საქართველოში გაუმართავი ავტოპარკია, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიცაა კატალიზატორების პრობლემა.
პრემიერის თქმით, კატალიზატორების საკითხი და “პრობლემა ბიზნესად არის ქცეული”.
“ჩვენ საკითხი შევისწავლეთ და აუცილებელი არის კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოში ამ დეტალებს ავტომობილებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან.
ასევე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში შეიზღუდება 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების შემოყვანა.
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა შეიზღუდება — ღარიბაშვილი