პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფი დააკავა, რომლის წევრებსაც ბრალად ედებათ მანქანებიდან კატალიზატორების მოპარვა.
ჯგუფი ოთხი ქართველისა და ერთი პოლონელისგან შედგებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა კრაკოვსა და სხვა ქალაქებში, სულ მცირე, 30 ავტომობილი გაძარცვეს.
ჯგუფმა მოქალაქეებს, მინიმუმ, 35 000 პოლონური ზლოტის ზიანი მიაყენა, რაც დაახლოებით 22 000 ლარია.
დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.