ახალი ამბები

მანქანის გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება გადავადდა – დადგენილება

10 დეკემბერი, 2021 • 1637
მანქანის გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება გადავადდა – დადგენილება

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ავტომანქანებში გამონაბოლქვის/კატალიზატორის კონტროლი 2022 წლიდან აღარ გამკაცრდება.

მთავრობის 2017 წლის დადგენილებით, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, გათვალისწინებული იყო, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან გამონაბოლქვთან დაკავშირებით ნორმები გამკაცრდებოდა.

კერძოდ, თუკი 2021 წელს მოქმედი ნორმით, ავტომობილების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ნორმა იყო 0,6%, 2022 წლიდან მცირდებოდა: ძრავის დაბალ და მაღალ ბრუნზე, გამონაბოლქვში CO-ს მთლიანი მოცულობის დაშვებული ნორმა 0,5% და 0,3% ხდებოდა.

შესაბამისად, არაერთი ავტომობილისთვის (თუმცა არა ყველასთვის) სავალდებულო ხდებოდა კატალიზატორის ქონა.

კატალიზატორი არის მოწყობილობა, რომელიც მანქანაში ძრავსა და მაყუჩს შორის არის დამონტაჟებული. როდესაც საწვავის გარკვეული ნაწილაკები ბოლოდე არ იწვება, ისინი ატმოსფეროში გამოიფქრვევა, კატალიზატორის დანიშნულება კი არის, შეამციროს მავნე ნივთიერებების რაოდენობა.

ახალი დადგენილების მიხედვით, ამჟამად მოქმედი ნორმა (CO-ს 0.6%-იანი შემცველობა) 2022 წლის ბოლომდეც დარჩება ძალაში. ამასთან,

  • 2023 წლის განმავლობაში კოეფიციენტი იქნება არა 0.3% ან 0.5%, არამედ 0.55%;
  • ამავე ცვლილებით, მხოლოდ 2024 წელს შემოვა ძალაში 0.5%-იანი კოეფიციენტი;
  • 2025 წლიდან კი – 0.3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი