გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 100-მა სახელმწიფომ. 9 წინააღმდეგი იყო, თავი შეიკავა 59-მა, ხოლო სხდომას არ ესწრებოდა 23. წინა, 2022 წლის რეზოლუციასთან შედარებით, მხარდამჭერთა რაოდენობამ იმატა ხუთით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ კი სამით იკლო.
წინა წელთან შედარებით, მოწინააღმდეგეთა რიგს გამოაკლდნენ ლაოსი, ვიეტნამი და ჩინეთი. პეკინმა წელს თავი შეიკავა, 2019 და 2020 წლის მსგავსად.
რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი და მისი სხვა მოკავშირეები – ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სუდანი, სირია და ზიმბაბვე.
რეზოლუციის მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდნენ ავღანეთი, კაბო ვერდე, ფიჯი, მადაგასკარი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
თავი შეიკავეს ან სხდომას არ დაესწრნენ, მათ შორის, სომხეთი, ისრაელი, ინდოეთ, ყაზახეთი.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანმა.
გარდა ამისა, რეზოლუციის თანაავტორი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იყო 64 ქვეყანა – ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი,გვატემალა, უნგრეთი,ისლანდია, ირლადია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლიუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია,პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. ინფორმაციისთვის, 2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.