კიევის ოფიციალურ წარმომადგენელთა, მათ შორის მერის – ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, წუხელ ღამე რუსულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 11 წლის ბავშვია.
ოფიციალური ცნობებით, გუშინ კიევი რუსეთმა დაბომბა. ქალაქის საჰაერო თავდაცვამ რაკეტები ჩამოაგდო, თუმცა ნამსხვრევები ქალაქის დასახლებულ უბნებში, სახლებს მოხვდა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ცნობილია, სულ მცირე, 10 დაშავებულზე. დაშავებულებს შორის ასევე არის ერთი ბავშვი.