ახალი ამბებიკომენტარი

პუტინი: თბილისთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება პირადად მივიღე

26 მაისი, 2023 • 1849
პუტინი: თბილისთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება პირადად მივიღე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.

“მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის საქართველოში, რომლებიც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აგებას ცდილობენ და ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო და სურთ იქ წასვლა, დასვენება, ქართულ ამინდთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან შეხება”, – განაცხადა პუტინმა კონფერენციაზე სახელწოდებით “საქმიანი რუსეთი”.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, თუმცა თბილისთან ურთიერთობების საკითხი დამოკიდებულია ქართული მხარის რეაქციაზე.

“ჩვენ მზად ვართ გავიაროთ გზის ჩვენი ნაწილი. ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და ამას შემდგომშიც გავაკეთებთ, რაც დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების რეაგირებაზე”, – განაცხადა მან.

“ეს რომ ბიზნესს ხელს შეუწყობდა, ეჭვი არასდროს მეპარებოდა”, – განაცხადა პუტინმა რუსული სამთავრობო მედიის ცნობით.

პუტინი: სრულიად გაგიჟდნენ? გაუგებარია საქართველოში რა ხდება…

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი