ახალი ამბები

წალენხიჯა მოსწავლეთა კვების დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან ითხოვს

28 აპრილი, 2023 • 820
წალენხიჯა მოსწავლეთა კვების დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან ითხოვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მიმართავს მთავრობას და სთხოვს, მომავალი სასწავლო წლისთვის წალენჯიხის მოსწავლეთა კვებაზე 208 000 ლარი გამოყოს.

წალენხიჯის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია საქართველოში, რომელსაც მოსწავლეთა კვების საპილოტე პროგრამა აქვს. ამჟამად ამ პროგრამაში მხოლოდ პრიველკლასელები არიან ჩართულნი. როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, მათი სურვილია, რომ მომავალი წლიდან პროგრამაში მეორეკლასელებიც ჩართონ.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 35% სკოლაში არასოდეს იკვებება. ამ გამოწვევის საპასუხოდ წალენჯიხამ უკვე გადაგა პირველი ნაბიჯები და საკუთარი სახსრებიდან შევძელით 220000 ლარის გამოყოფა ბავშვთა კვების დასაფინანსებლად. ამჟამად უკვე 265 პირველკლასელი არის უზრუნველყოფილი კვებით. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, ვინაიდან გამოწვევა გაცილებით მასშტაბური ხასიათისაა და გვინდა, რომ ახალი სასწავლო წლიდან განვახორციელოთ მეორეკლასელთა კვების დაფინანსებაც.

ამისათვის უკვე წინადადებით მივმართეთ საქართველოს მთავრობას მიზნობრივი 208000 ლარის გამოყოფის თაობაზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს მოსახლების საჭიროებებს და დაგვეხმარება ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში“, – განაცხადა წალენხიჯის ვიცე-მერმა, ვანო ბურდულმა.


ჯერ კიდევ უცნობია, როდის დანერგავს სახელმწიფო სკოლებში უფასო კვების პროგრამას, რომელზეც წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც მუშაობს.

ასევე უცნობია, უფასო კვების რა მოდელს შეარჩევს სახელმწიფო და რა დაუჯდება ის. ამ პროცესში განათლების სამინისტრო მარტო არ არის. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით სკოლებში უფასო კვების დანერგვის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოა შექმნილი. არც საბჭოსგან და არც რომელიმე სამინისტროსგან საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია პროგრამის შესახებ დეტალური გეგმა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი