ახალი ამბები

„რუსული ოცნება გაუქმებულია-გაუქმებულია” – ხაბეიშვილი

19 აპრილი, 2023 • 789
„რუსული ოცნება გაუქმებულია-გაუქმებულია” – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში უმრავლესობის წევრების მიერ სასასამართლოს საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლით გამოჩნდა, ვინ არიან სასამართლო კლანის რეალური მმართველები.

მისი თქმით, კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლით „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს უცხადებს „ბოიკოტს“.

„რუსული ოცნება“ „გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნას, „გარბიან“ სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და „ოცნება“ ქვორუმს აგდებს – სხდომას შლის. ოპოზიციის „ბოიკოტი“ გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება- საბოტაჟი. საკუთარ თავს უცხადებენ „ბოიკოტს“, აპროტესტებენ პარლამენტს … თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა, სასამართლო კლანის რეალური მმართველები და ბოსები ვინ არიან – დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ ასცდება“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.


პარლამენტში ინიციირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით.

კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები. ამ დროისთვის საპარლამენტო ოპოზიციას 56 დეპუტატი განეკუთვნება. მათ შორის არიან „ევროპელი სოციალისტებიც“, რომლებიც საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ და, როგორც წესი, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციებს იზიარებენ.

18-19 აპრილის სხდომებზე კენჭისყრების დაწყებამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია არ გაიარა და ქვორუმი ხელოვნურად ჩააგდო, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭი ვერ ეყარათ.

როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს არის მმართველი გუნდის „სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“.

„ოცნებამ“ სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი ისევ შეუშალა

მასალების გადაბეჭდვის წესი