ახალი ამბები

„წინასწარმეტყველი არ ვარ“ — ოხანაშვილი უმრავლესობის წევრების მოსალოდნელ სანქცირებაზე

6 აპრილი, 2023 • 957
„წინასწარმეტყველი არ ვარ“ — ოხანაშვილი უმრავლესობის წევრების მოსალოდნელ სანქცირებაზე

“ქართული ოცნების” წევრ ანრი ოხანაშვილის თქმით, ვერ იწინასწარმეტყველებს, მოსამართლეების შემდეგ შეეხებათ თუ არა სანქციები მმართველი გუნდის წევრებსაც.

ასე უპასუხა მან კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შემდეგი შესაძლოა, მმართველი უმრავლესობა იყოს.

“მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას, ოხანაშვილის თქმით, ეს უპროცედენტო გადაწყვეტილებაა და სასამართლოს რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება.

მისი თქმით, ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ცნობილი უნდა გახდეს, ვისი მხრიდან იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა მოსამართლეთა სანქცირება.

“ჩნდება კითხვები, მოლოდინიც გვაქვს ლეგიტიმური, რომ ეს ასე არ ჩაივლის, ამას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება, საკითხების გაშლა, ჩვენ მზად ვართ, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში ყველა საკითხზე ვისაუბროთ”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი