ახალი ამბები

„დაგვიანებული, მაგრამ მისასალმებელი“ – სენატორი მოსამართლეების სანქცირებაზე

6 აპრილი, 2023 •
„დაგვიანებული, მაგრამ მისასალმებელი“ – სენატორი მოსამართლეების სანქცირებაზე

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში ეხმაურება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას.

რიშის განცხადებით, მიღებული ზომები დაგვიანებული, მაგრამ მისასალმებელია.

„დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა პასუხის მოთხოვნა დაიწყოს ქართველი კორუმპირებული მოსამართლეებისთვის… მე განვაგრძობ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავლის შესახებ ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას“, – წერს სენატორი.

სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს.  სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი