ახალი ამბებიხელოვნება

მსმენელის ჯილდო და გიორგი გიგაშვილის სხვა პრიზები ა. რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე

31 მარტი, 2023 • 3369
მსმენელის ჯილდო და გიორგი გიგაშვილის სხვა პრიზები ა. რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე

გუშინ, 30 მარტს, ცნობილი გახდა არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელების ვინაობა. ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა კონკურსზე მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი.

დღეს კი – 31 მარტს, დასახელდნენ სხვადასხვა საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულები.  გიორგი გიგაშვილმა დაიმსახურა პრიზები კამერული ნაწარმოებისა და ისრაელური კომპოზიციის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ქართველი პიანისტი ასევე გახდა მსმენელის ჯილდოს მფლობელი და  იგი საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნია ახალგაზრდულმა ჟიურიმ.

ისრაელის კონსერვატორიებმა და მუსიკალურმა ცენტრმა დაასახელეს ფინალიდან მათთვის გამორჩეული შემსრულებლები, 5 კატეგორიიდან გიორგი გიგაშვილი გახდა ოთხი კატეგორიის გამარჯვებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  კონკურსის დასრულების შემდეგ მას მიიწვევენ იმ მუსიკალურ დაწესებულებებში, რომლებმაც ქართველი პიანისტი ფინალისტებს შორის საუკეთესოდ მიიჩნიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი