ახალი ამბებიხელოვნება

გიორგი გიგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ა. რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე

31 მარტი, 2023 • 5525
გიორგი გიგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ა. რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე

გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 პიანისტი, მათგან სამი საპრიზო ადგილი ერგო: იუკინე კუროკის (ბრინჯაო), გიორგი გიგაშვილსა (ვერცხლი) და კევინ ჩენს (ოქრო).  აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელების ვინაობა გახდა ცნობილი, ხვალ კი – გამოვლინდებიან სხვადასხვა საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულები.

ფინალი მოიცავდა სამ ეტაპს. 24 მარტს, პირველ ეტაპზე გიორგი გიგაშვილმა შეასრულა ბეთჰოვენის საფორტეპიანო ტრიო ჩელოსა და კლარნეტისთვის:

მეორე ეტაპზე კი –  დაუკრა მოცარტის მე-20 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (რე მინორი. K. 466):

დასკნით ტურში იგი მსმენლის წინაშე წარდგა სერგეი პროკოფიევის მე-3 საფორტეპიანო კონცერტით (დო მაჟორი, Op. 26):

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტის, არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსი 1974 წლიდან არსებობს და იმართება სამ წელიწადში ერთხელ, თელ-ავივში.

ფოტო გარეკანზე: Yoel Levy

 

მასალების გადაბეჭდვის წესი