ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა ნიდერლანდური დაჯილდოების, „Edison Klassiek“-ის ჯილდო მოიპოვა.

როგორც თავად გიგაშვილი წერს, მას დებიუტანტთა პრიზი გადაეცა, პირველი ალბომისთვის Meeting My Shadow („ჩემს ჩრდილთან შეხვედრა“).

„Edison Klassiek“ ნიდერლანდური მუსიკალური ფესტივალია.