ახალი ამბები

დიდი დიღმისა და გლდანის დამაკავშირებელ გზაზე ბასლეინს აკეთებენ

21 მარტი, 2023 • 1979
დიდი დიღმისა და გლდანის დამაკავშირებელ გზაზე ბასლეინს აკეთებენ

დიდი დიღომი და გლდანი ერთმანეთს რამდენიმე დღეში ბასლეინით დაუკავშირდება, რაც გააიოლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ამ მიმართულებით.

როგორც ნეტაზეთს თბილისის მერიაში დღეს, 21 მარტს განუცხადეს, საგზაო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და აპრილის დასაწყისში დასრულდება.

ბასლეინი მოეწყობა ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე და გიორგი მინდელის ხიდზე.

ეს არის 12 პრობლემური სატრანსპორტო კვანძიდან ერთ-ერთი. თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მერია უახლოეს მომავალში გადაწყვეტს ამ 12 კვანძის პრობლემას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარებით. თბილისის მერის თქმით, პრობლემური კვანძების გამო უკვე არსებული ავტობუსები საკმარის ბრუნებს ვერ ახორციელებენ, რაც ხშირად იწვევს დაგვიანებას. მისივე განმარტებით, შემდეგი ნაბიჯი კი უნდა იყოს 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი