„დოჟდის“ ჟურნალისტი ანა მონგაიტი აცხადებს, რომ საქართველოში მათი კორესპონდენტი საშა შვედჩენკო არ შემოუშვეს.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საშა შვედჩენკო საქართველოში ცხოვრობდა და 10 დღით რიგაში იმყოფებოდა.
დღეს, 14 მარტს კი, რიგადან საქართველოში დაბრუნებისას საზღვარზე მას დეპორტაციის ცნობა მისცეს.
„სახლში ბრუნდებოდა, საზღვარზე უპრეცედენტო 10 წუთში დეპორტაციის ცნობა მისცეს. სტუმართმოყვარე საქართველო სპეციალურად თქვენთვის დაკეტილია. მართალი გითხრათ, ამის მოთმენა შეუძლებელია“, – წერს Facebook-ზე ანა მონგაიტი.
მისივე ცნობით, საშა შვედჩენკო რიგაში დაბრუნდა.
ნეტგაზეთი ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაარკვიოს, რა გახდა საშა შვედჩენკოს საქართველოში არშემოშვების მიზეზი.
ბოლო თვეების განმავლოვაში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რამდენიმე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ჟურნალისტსსა და აქტივისტს, მათ შორის: ლიუბოვ სობოლს, დიმიტრი გუდკოვს, Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვას და Need Help Foundation-ის თანადამფუძნებელ მიტია ალეშკოვსკის,ფონდ „არა ძალადობას!“ (Насилию.нет) ხელმძღვანელ ანა რივინას.
- რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული იურისტი ამბობს, რომ საქართველოში აღარ შემოუშვეს
- რუსი აქტივისტი ანა რივინა აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
- აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
- Pussy Riot-ის აქტივისტი და 2 რუსი ჟურნალისტი ამბობენ, რომ საქართველოში არ შემოუშვეს