საფეხბურთო კლუბების, „დინამოსა“ და „გაგრას“ შემდეგ საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე პოსტს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონიც“.
„ევროპა ჩვენი არჩევანია“ – წერს კლუბი ფეისბუკზე.
უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.
წაიკითხეთ ასევე: