ახალი ამბები

ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო

1 მარტი, 2023 • 832
ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო

დღეს, პირველ  მარტს, ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო. „ნაციონალური მოძროაბის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა საკრებულოს სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო.

მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ ერთადერთი, რაც მათ აკლდათ, რუსეთის ჰიმნი იყო.

„კარგად მოუსმინეთ, შეგიძლიათ ფეხზე წამოდგეთ და გულზე ხელი დაიდოთ. თქვენ ხართ რუსული მთავრობა. თქვენ ხართ მარგარიტა სიმონიანები და სალავიოვები. ისე გაქციეს რუს პროპაგანდისტებად, რომ არც კი გრცხვენიათ. წამოუდექით ფეხზე, ეს არის თქვენი მშობლიური ჰიმნი. ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები ხართ“, – მიმართა „ქართული ოცნების“ წევრებს თათია ნიკოლაიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი