ახალი ამბები

ის, რომ პოლიციელები ტოვებენ შსს-ს და გარბიან, სიმართლეს არ შეესაბამება – გომელაური

21 თებერვალი, 2023 • 823
ის, რომ პოლიციელები ტოვებენ შსს-ს და გარბიან, სიმართლეს არ შეესაბამება – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ უწყებიდან პოლიციელთა მასობრივი გადინება არ ხდება.

ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში განაცხადა. გომელაურს შსს-დან სამართალმდაცავების გადინების სტატისტიკის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დაუსვა.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში 1 108 თანამშრომელმა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მივიღეთ 1 047. ცოტა მეტი წავიდა, ვიდრე მივიღეთ. ის, რომ ჩვენი პოლიციელები ტოვებენ და გარბიან, სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ესეც იმ ტელევიზიების აწეული თემებია, რომლებსაც ძალიან არ ვუყვარვართ ჩვენ, რომ თითქოს გარბიან პოლიციელები.

ეს გადინება ხდებოდა 1990-იან წლებშიც, 2000-იან წლებშიც და დღესაც ხდება, მიდიან უკეთესი სამსახურის საძებნელად და მეტი ანაზღაურებისთვის. თუმცა იცით, რომ ახლა მოვუმატეთ ხელფასები, მოემატათ 30%-ით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი