ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა კატასტროფულად ნამდვილად არ გაზრდილა – გომელაური

21 თებერვალი, 2023 • 972
რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა კატასტროფულად ნამდვილად არ გაზრდილა – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სიმართლე არაა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა „კატასტროფულად გაიზარდა“. ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 869 874 ადამიანი შემოვიდა, 809 873 კი უკან გავიდა.

მისი თქმით, ერთმა ადამიანმა შეიძლება დღეში 30-ჯერ გადაკვეთოს და გადმოკვეთოს საზღვარი და არ შეიძლება ეს ადამიანი 30-ად შეფასდეს.

„იცით, რომ საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება და შეიძლება დღეში დღეში 3-ჯერ და 5- ჯერ გადმოვიდეს რუსეთის მოქალაქე საზღვარზე. 2019 წელს შემოსული იყო რუსეთის 1 მილიონ 64 ათასი მოქალაქე და გასული იყო 1 მილიონ 67 ათასი მოქალაქე. გეთანხმებით, რომ გაიზარდა 2020 და 2021 წლებთან შედარებით, თუმცა 2019 და 2018 წლებში ბევრად მეტი იყო, დაახლოებით 200-300 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ამ ციფრებს მე არ ვიგონებთ და არ ვწერთ ჩვენ, ეს არის სტატისტიკა.

2023 წელს თითქმის 137 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და გასულია რუსეთის მოქალაქე 150 913, ანუ 2023 13 934-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა პირველი იანვრიდან, ვიდრე შემოვიდა.

ის, რომ კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება. მე არ ვლაპარაკობ საზღვრის კვეთაზე“, – განაცხადა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი