შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2022 წელს საქართველოში სამართლებრივი დევნა რუსეთის 246 მოქალაქეზე დაიწყო.
ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას დანაშაულის ჩადენის მკვეთრი ზრდა არ მოჰყოლია და ამ კუთხით საფრთხე არ არსებობს.
„ომის დაწყებიდან, ანუ 2022 წელი მთლიანად რომ ავიღოთ, მთლიანად ჩადენილი დანაშაულის 0,5% არის. რიცხობრივად არის რუსეთის 246 მოქალაქე, რომელზეც 314 დანაშაულზე დევნა დაიწყო და ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა 18 საქმესთან მიმართებით. მთლიანობაში ქვეყანაში მომხდარი დანაშაულის 0,5% -ია. ასე რომ, ამ კუთხით, რაიმე საფრთხე, კრიმინალის გაზრდის არ გვაქვს“ , – განაცხადა გომელაურმა.