ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია ბელარუსში ჩავიდა და ლუკაშენკოს შეხვდება – სოხუმი

21 თებერვალი, 2023 • 841
ბჟანია ბელარუსში ჩავიდა და ლუკაშენკოს შეხვდება – სოხუმი

აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა.

ოფიციალური ცნობითვე, ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდება.

ვიზიტის დასრულების შემდეგ, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბჟანია მოსკოვში ვიზიტს გააგრძელებს.

ლუკაშენკო აფხაზეთს 2022 წლის სექტემბერში ეწვია. იგი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

ნახეთ ლუკაშენკოს ვიზიტზე ოკუპირებულ აფხაზეთში გამოხმაურებათა ნაწილი:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი